ფრანგი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და Culinary & Wine Expedition-ის თანაორგანიზებით, საქართველოს პოპულარული ფრანგული გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ეწვივნენ.

Le Figaro-ს, AR Magazine-ის, Voyages de Luxe-ისა და სხვა მაღალრეიტინგული ჟურნალების წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, უფლისციხე, ბორჯომი, ახალციხე, ვარძია, წინანდალი და სხვა ტურისტულად პოპულარული ადგილები მოინახულეს. დაათვალიერეს ღვინის მარნები, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ეწვივნენ მუზეუმებს.

ტურის ფარგლებში, 2020 წლისთვის, საქართველოს გასტრონომიული ტურისტული პოტენციალის, ქართული ღვინის, კულტურისა და ქალაქების შესახებ სტატიები, ფოტორეპორტაჟები და გადაცემები მომზადდება, რომელსაც ფრანგულენოვანი მკითხველი და ტელემაყურებელი საფრანგეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, მონაკოში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაეცნობა.

„ჩვენ ვმასპინძლობთ საფრანგეთის წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, მათ შორისაა Le Figaro-სწარმომადგენელი. ტურის მთავარი მიზანია ჩვენი კულტურული ტურისტული პროდუქტის, გასტრონომიისა და ღვინის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე. მომზადებული სიუჟეტები და სტატიები როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ქვეყნების ტურისტულ ბაზრებს მოიცავს, რაც პოპულარიზაციას გაუწევს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ღვინოსა და გასტრონომიას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები