დღეს, ოზურგეთში საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღე აღნიშნეს. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ ოჯახის წევრებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.
სამაჩაბლოში გმირულად დაღუპულ, ზაზა დამენიას, 22 ოქტომბერს 49 წელი შეუსრულდებოდა.
კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მეთერთმეტე მექანიზირებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“, ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.