დანიაში ონის მერიის მაღალჩინოსანთა ვიზიტი დასრულდა

დანიაში ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ბოლო დღეს, დავით ჩიკვაიძემ და შუქურა ჯაფარიძემ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, კახაბერ შიშნიაშვილთან ერთად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია NEFCO-ს საინვესტიციო დირექტორთან, ბო ესკე ნიუჰუსთან ონლაინ-შეხვედრა გამართეს.

“საუბრისას ქართულმა მხარემ მოისმინა პრეზენტაცია NEFCO-ს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. თავის მხრივ, დირექტორ ნიუჰუსს მიეწოდა ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტისა და მთლიანად რაჭის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმართულებების თაობაზე, აგრეთვე, განხილულ იქნა ონში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ნორდიკული ორგანიზაციის მონაწილეობის პერსპექტივები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია სარგებლობს შემთხვევით და ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზების საკითხში გაწეული მნიშვნელოვანი თანადგომისათვის მადლობას მოახსენებს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს და საქართველოს საპატიო კონსულს”, – ნათქვამია ონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები