ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით კიდევ 111 მოქალაქე დაინფიცირდა, გუშინ 116 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ “იუგპოტრებნადზორის” ე.წ. უფროსმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სულ ამჟამად 1 995 ადამიანი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში 7905 შემთხვევა დადასტურდა, 5910 პირი გამოჯანმრთელდა.

ე.წ. რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო, 1-ლი ნოემბრიდან მუშაობას აჩერებენ სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

1-ელ დეკემბრამდე აკრძალულია ქორწილები, მასობრივი და რელიგიური ღონისძიებები, ასევე გასართობი, სპორტული და სხვა ღონისძიებების გამართვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები