პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება.

პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე წალენჯიხაში, მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდშიც.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები