პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარტვილში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს ხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარტვილში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია და მარტვილის მოქმედი მერი ალექსანდრე გრიგალავა.

დღესვე შეხვედრები გაიმართება ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.
ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები