ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სერგო ხიდეშელმა გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ამის შესახებ „კვირას“ ონის მერიიდან აცნობეს.
“შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე, პრობლემებზე და სხვა საყურადღებო თემებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები