კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მოწყობილ სამგლოვიარო კუთხესთან ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მივიდნენ. მათ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
ჰარცელი და მერედიტი აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდებიან. ამასთან, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე”.