ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე რუსთავში მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავის მერობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

რუსთავის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში გამართულ შეხვედრას  მმართველი პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლექსო დალაქიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება.

შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები