რუსთავში გახარიას პარტიის ოფისი დაიხურა – ფართი ქირავდება
ქალაქ რუსთავში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ოფისი დაიხურა. ადგილობრივების განცხადებით, უკვე მეორე კვირაა ამ ოფისში არც მერობის ყოფილი კანდიდატი და არც პარტიის სხვა წევრი აღარ გამოჩენილა. ოფისზე ჩამოხეულია პლაკატები, მეპატრონე კი ფართს აქირავებს. შეგახსენებთ, რომ გახარიას კანდიდატმა რუსთავში, მერის არჩევნებში 6% აიღო.