აქცია ლაგოდეხში – ადგილობრივები ტყით უკანონო სარგებლობისთვის დაწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  გარემოს დაცვის სამსახური ათასობით ლარის ჯარიმებს ხის ჭრისთვის უკანონოდ უწერს, რადგან მათ სათბობი შეშის გამოტანის უფლება და შესაბამისი დოკუმენტიც აქვთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას და გადაწყვეტილებას მოსახლეობას მოგვიანებით გააცნობენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები