თამარ გაბუნიას თქმით, არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდება

საბჭოს პოზიცია არის ის, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოდნავი მატება გვაქვს პირბადის გამოყენების მაჩვენებელში – 47%-ზეა ასული. ეს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. მონიტორინგი ამ მიმართულებით, ასევე მონიტორინგი არსებულ რეგულაციებზე იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ქმედითი რეგულაციებია – პირბადის გამოყენება, დისტანცია და ხელის ჰიგიენა.

მისივე თქმით, რეგულაციების აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაყოლიება და თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა გაიზიაროს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები