მარინა ენდელაძე: წინა ტალღებზე უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა, ეს ვაქცინაციის შედეგია

წინა ტალღებზე უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო.

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 616 937, გარდაიცვალა 9 546 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები