გოგა გულორდავა: 30 ოქტომბერს საზოგადოება საბოლოოდ ეტყვის უარს “ნაციონალურ მოძრაობას”
დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს, იქ, სადაც მეორე ტურები ტარდება, ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა წალენჯიხაში გოგა გულორდავამ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობამ კარგად იცის, თუ რა ამოძრავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და შესაბამისად, მას არჩევნების მეორე ტურში კიდევ ერთხელ, საბოლოოდ ეტყვის უარს.
„ჩვენ გვყავს ძალიან გონიერი საზოგადოება, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ უთხრა უარი რევანშისტულ ძალას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და რომელსაც არ ამოძრავებს რაიმე კეთილი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ამას ძალიან კარგად ხედავს ქართული საზოგადოება და აცნობიერებს. ამდენად, დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს, იქ, სადაც მეორე ტურები ტარდება, ჩვენი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული იქნება, რათა საარჩევნო ყუთებთან მივიდეს და „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უთხრას უარი“, – განაცხადა გულორდავამ.