ირაკლი ღარიბაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მერობის კანდიდატებთან და შტაბის წევრებთან მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან გრძელდება. ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.

მათი ცნობით, რიგით მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა. შეხვედრას „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

ბათუმისა და ხელვაჩაურის შემდეგ, დღესვე შეხვედრა გაიმართება ოზურგეთში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები