ირაკლი კობახიძე – სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური

დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები – სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, პარტიის მხარდამჭერებს პირველ რიგში, ულოცავს იმ გამარჯვებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” 2 ოქტომბრის არჩევნებში მოიპოვა.

„დავიწყეთ რეგიონებში შეხვედრები, ჩავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება. გვაქვს შეხვედრა ჩვენს მხარდამჭერებთან, ჩვენს პარტიულ აქტივთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვულოცავ საერთო გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2 ოქტომბერს და ვსაუბრობთ მეორე ტურთან დაკავშირებით გვჭირდება სრული მობილიზაცია იმისათვის, რომ 20-ივე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნების მეორე ტური“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები