“შემოდგომის სერია 2021” – პრეციზიული სროლის პირველი სარეიტინგო ტურნირი

“შემოდგომის სერია 2021” – პრეციზიული სროლის პირველი სარეიტინგო ტურნირი 17 ოქტომბერს, სართიჭალის მინდვრებში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია ავრცელებს.

ჩემპიონატში მონაწილეობა 16-მა მსროლელმა მიიღო. მათ ორასიდან რვაას მეტრ დისტანციამდე განლაგებულ გონგებზე საერთო ჯამში 50 ვაზნა  ისროლეს.

ტურნირს სამი გამარჯვებული ჰყავს:
პირველი ადგილი – ირაკლი ვეშაპიძე
მეორე ადგილი: ზურაბ დოლენჯაშვილი
მესამე ადგილი – გიგა მრელაშვილი.

“ტურნირი შვიდ ეტაპად გაიმართა. თითოეულ ეტაპზე მსროლელების მოვალეობა იყო ტყვია შესაბამისად დანომრილი გონგებისთვის ესროლათ. გონგზე გარტყმის შემთხვევაში მსროლელს ეწერება ქულა, აცილების შემთხვევაში ნული ქულა, წესების დარღვევისთვის, ან სხვა გონგზე გარტყმის შემთხვევაში მინუს ქულა. გამარჯვებული ქულების მაქსიმალური რაოდენობით გამოვლინდა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ დაითვალა ქულები და გამოვლინდა საერთო რეიტინგი.

პრეციზიული სროლის ფედერაცია 2022 წლის ზაფხულამდე კიდევ სამი ტურნირის ჩატარებას გეგმავს. სარეიტინგო ქულების შედეგად დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2022 წლის აგვისტოში უნგრეთში, ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაცია 1 ივლისს დაფუძნდა და აღიარებულია პრეციზიული სროლის მსოფლიო ფედერაციის მიერ.

ორგანიზაციის მიზანია ქვეყანაში განვითარდეს სპორტული და ზუსტი სროლის კულტურა. დაგეგმილია შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.

ორგანიზაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა აქვს ყველა მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის ამ სახეობით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს შესაბამის იარაღს.

ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალური მედიის პლათფორმებზე

https://prf.ge/

https://www.facebook.com/GePRF

https://www.facebook.com/GePRF“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები