კახეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინდა

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქმედი სახერხი საამქროს გადამოწმებისას გაირკვა, რომ საამქროს არ გააჩნია ღობე და ბუნკერი, ამასთანავე ტერიტორია დანაგვიანებულია ნახერხითა და ე.წ. ნაგვერდულით.

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები