გოგა გულორდავა: მინდა იცოდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ჩართულობით შეიძლება საბოლოო მიზნამდე მისვლა. ეს მიზანი კიდევ უფრო ძლიერი, უკეთესი წალენჯიხაა

წალენჯიხის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამომრჩეველთან კომუნიკაციის ფარგლებში გულორდავა ამჯერად ახალგაზრდებს შეხვდა და საჯარო ლექცია, თემაზე – „აქტიური მოქალაქე და თვითმმართველობა“ წაიკითხე. შეხვედრა ქალაქ ჯვარში, „ჯვრის სათემო განათლების ცენტრში“ გაიმართა.

წალენჯიხის მერობის კანდიდადის 6-პუნქტიან გეგმაში ახალგაზრდებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს შეხვდებით, როგორებიცაა: ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის მიზნით, ადგილობრივი ახალგაზრდა მეწარმეების წახალისებისა და გაძლიერების საკითხი, მოხალისეთა კლუბების შექმნა და ახალგაზრდული იდეების ბანკის რეესტრის წარმოება.

ჩემს ექვსპუნქტიან გეგმაში ახალგაზრდა მეწარმეებიდა, ზოგადად, აქტიური მოქალაქეები განსაკუთრებული ურადღების ცენტრში არიან. ყველაზე მთავარი, გადაწყვეტილია რომ უნდა შეიქმნას ახალგაზრდების ჩართულობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში განხორციელდება, ესაა მოხალისეობის განვითარებისა და მოხალისეთა გადამზადების პროგრამა. ჩვენი დაკვირვებითა და ახალგაზრდებთან მრავალი კომუნიკაციის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ ამ ქალაქში არის განსაკუთრებული მოხალისეობრივი კულტურა. ეს არის მომენტი, როდესაც კრიზისებისა და არა მარტო კრიზისების დროს ახალგარდები მოხალისეობრივ საწყისებზე ერთიანდებიან და ერთვებიან თავიანთი ქალაქის და თანაქალაქელების მხარდასაჭერად. ჩვენ, ამ ენერგიასა და ენთუზიაზმს ახალგაზრდებთან ერთად შესაბამის მიმართულებას მივცეთ. ამ პროექტების განხორციელება 30 ოქტომბერს, გამარჯვების გაფორმების შემდეგ დაიწყება”, –  განაცხადა გულორდავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები