ახალციხეში ვაქცინაციის შესახებ ბროშურები ქართულ და სომხურ ენებზე მომზადდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ქართულ და სომხურ ენებზე მომზადებული ბროშურების დარიგება მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, ბროშურები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაარიგა.

როგორც მერიაში აცხადებენ, საინფორმაციო მასალა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითრების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა. მათი საშუალებით მოქალაქეები გაეცნობიან ინფორმაციას კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციასთან  დაკავშირებული მითების შესახებ.

ასევე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასარსებული ვაქცინების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდეს.

ყველას გთხოვთ, ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში, რადგან  ეს არის ყველაზე ეფექტური და ერთადერთი საშუალება კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად.  მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – განაცხადა რუბენ კარაპეტიანმა ადგილობრივებთან შეხვედრისას.

ქალაქ ახალციხეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, „ევექსისახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიდაკლინიკა იმედშიმიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები