არჩილ ჩიქოვანი გამოჯანმრთელდა – ” ვუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს”

“ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი გამოჯანმრთელდა და წინასაარჩევნო კანპანიას განაგრძობს.

არჩილ ჩიქოვანი მადლობას უხდის ყველა ექიმს და იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

“დღეიდან ვუბრუნდები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და განვაგრძობ წინასაარჩევნო კამპანიას.
მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს, რომლებიც დამეხმარნენ გამოჯანმრთელებასა და კოვიდ 19-ის დამარცხებაში.
ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში, თანადგომა და მხარდაჭერა გამომიცხადა”, – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ჩიქოვანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები