ვინ არის თბილისში მოკლული ქალი და რა კავშირი აქვს ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს მკვლელობასთან

ბათუმში ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებიან. ყოფილი მაღალჩინოსნის სახლში პოლიცია ცოტა ხნის წინ მივიდა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, გამოძიება დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

ამასთან, ცნობილი ხდება მოკლული ქალის ვინაობაც. ის ანასტასია შატალოვაა, რომელსაც როგორც ცნობილია, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან სამართლებრივი დავა ჰქონდა არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. შატალოვა შვილის დაბრუნებას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები