ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძე კოვიდსაწინააღმდეგო აცრის პროცესს კავთისხევში გაეცნო

ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტოლის ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, ვაქცინაციის მარათონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კავთისხევში იმყოფებოდა.

მინისტრი ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

შიდა ქართლში, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები