“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში გამარჯვებული იდეის ავტორი 31 ოქტომბერს გამოვლინდება

დაგეგმე შენი ბიუჯეტიპროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ 37 საპროექტო წინადადება წარმოადგინა, ხმის მიცემის შემდეგ ეტაპზე 7 იდეა გადავიდა, – ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

“ონის მუნიციპალიტეტში  სამოქალაქი ბიუჯეტირების პროგრამა 2021 წელს  დაიწყო.

პროექტი GIZ-ის ტექნიკური დახმარებით, საკონსულტაციო კომპანია CBI-ის მიერ ხორციელდება.

პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაიზარდოს ონის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.

დაგეგმე შენი ბიუჯეტიპროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ 37 საპროექტო წინადადება წარმოადგინა, ხმის მიცემის შემდეგ ეტაპზე 7 იდეა გადავიდა:

მინერალური წყლის ღია ბასეინი – ბექა მაისურაძე

მინდა წიგნი წავიკითხო თბილ გარემოში” – პროექტი დაგეგმილია სოფელ გლოლაში – ლელა ზაქარაია

სანიაღვრის მოწყობა სოფელ ნიგავზებში – მარიამ მეტრეველი

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია სოფელ ნიგავზებში – სოფიო ბიჭაშვილი

ონში მოედნის სასაფლაომდე მისასვლელილ გზა – თეონა ჯაფარიძე

ტურისტულად აქტიურ ადგილებში ბიო ტუალეტების დადგმა – მანანა გობეჯიშვილი

საბავშვო სკვერის მოწყობა სოფელ შქმერში – მიხეილ დაუშვილი

 

პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში ხმის მიცემის მომდევნო ეტაპი, 31 ოქტომბრამდე გრძელდება.

პროგრამით გათვალისწინებული გამარჯვებული პროექტები ონის მუნიციპალური ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები