არსებული ინფორმაციით, გორში ახალგაზრდა ქალის გატაცების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

გორში გატაცებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

შემთხვევა 13 ოქტომბერს მოხდა. ქალი ნიშნობის მეორე დღეს ყოფილმა შეყვარებულმა თანამძრახველთან ერთად გაიტაცა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ადვოკატის თქმით, შს სამინისტრო საქმეს სსკ-ის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები