წყალდიდობა ლანჩხუთში – სუფსაში 20-ზე მეტი ოჯახი დაიტბორა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა.
სტიქიამ ზარალი 20-ზე მეტ ოჯახს მიაყენა.
მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.