ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ადიგენის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედცელობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოქალაქემ, სოფელ კახარეთის მიმდებარედ უკანონო მოჭრა ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებული 1,50 კუბური მეტრი საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა.
“სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”, – აცხადებენ დეპარტამენტში.