თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 2 კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი სხვადასხვა დაზიანებით სავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულებს ამ წუთებში ექიმები გამოკვლევებს უტარებენ.
ადგილზე სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.