თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება

ბათუმში, კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალი განთავსდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო.

მისი თქმით, ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟს რამდენიმე კვირა დასჭირდება.

“დემონტაჟი გარკვეულ პერიოდს წაიღებს, ეს იქნება რამდენიმე-კვირიანი პერიოდი. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

აქ მაცხოვრებელი ოჯახების სურვილის გათვალისწინებით აშენდება ამავე მოცულობის შენობა, რომელსაც დააფინანსებს ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა.

ოჯახის წევრების სურვილი იყო და ჩემი გადაწყვეტილებაცაა, რომ ბათუმში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი განთავსდება” – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები