ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა
17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ახალციხის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
“მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკესახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ფარცახაშვილმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღემიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვესმათ. აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 12 ვეტეტრანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ვეტერანთა დღე საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.