ქარსაფარ ზოლში 7 წიწვოვანი ხე მოჭრა – ხონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხონის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქემ მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ქარსაფარ ზოლში, უკანონოდ მოჭრა 7 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 4 ერთეული მორი, რომელთა ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევი ტრაქტორის საშუალებით ახდენდა.
გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 5 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
#გარემოსდაცვა2021
#გზდ2021