ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. 

მათი ცნობით, სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ. 100 ათასილარია,   საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ფინანსდება.

“სამუშაოები ამ დროისთვის – აკეთი, აცანის, მამათი, ნიგოითი, შუხუთი, ჩიბათი, სუფსის, ნიგვზიანი, ნინოშვილი, ჯურუყვეთისა და  ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ჯამში 8 კილომეტრამდე სიგრძის შიდა მიმოსვლის გზა მოწესრიგდება.

სამუშაოები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და  საკრებულოსთავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ  დაათვალიერეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები