გომბორის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
გომბორის საავტომობილო გზაზე თბილისიდან თელავისკენ მომავალ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს.
რამ გამოიწვია მანქანიის აალება ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.