ონის მუნიციპალიტეტს სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი ინგრიდ ბროცკოვა ეწვია

13 ოქტომბერს, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმაგუბერნატორმა, პარმენ მარგველიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩიკვაიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ონში უმასპინძლეს რეგიონში სტუმრად მყოფ მაღალი რანგის სტუმარსსლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ინგრიდ ბროცკოვას, – ამის შესახებ ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს  ინგრიდ ბროცკოვამ ხაზი გაუსვა ონის მუნიციპალიტეტთან და მთლიანად რეგიონთან სლოვაკეთის მთავრობის ნაყოფიერ თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ გასული 1 წლის განმავლობაში სლოვაკეთის დახმარების(SlovakAid) მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი ასიგნებების 30%-ზე მეტი სწორედ ჩვენს მხარეს მოხმარდა, რაც მნიშვნელოვან პრივილეგიად შეიძლება ჩაითვალოს.

“პარმენ მარგველიძემ და დავით ჩიკვაიძემ, თავისმხრივ, მადლობა გადაუხადეს სახელმწიფო მდივანს სტუმრობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენელი საქართველოს სულ 2 დღით სტუმრობდა, საიდანაც 1 დღე მთლიანად რაჭაში დაგეგმილი ღონისძიებებით იყო დატვირთული.

ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: სლოვაკეთისმთავრობა გეგმავს გაზარდოს ფინანსური დახმარება ონის მუნიციპალიტეტისათვის, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენს ქალაქს კვლავ ეწვევა სლოვაკეთის საელჩოს სამუშაო ჯგუფი. ამასთან, დადებითად იქნა შეფასებული ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა დახმარებასთან ერთად სლოვაკური ინვესტიციების დაწყების თვალსაზრისით, რა მიზნითაც დაიგეგმება ერთობლივი ბიზნესფორუმის მოწყობა . ონში.

ვიზიტის მეორე ნახევარში სლოვაკეთის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტისათვის ნარჩენების მართვის თვალსაზრისით შეძენილი ტექნიკის გადაცემის ცერემონიაში და ეწვია სლოვაკეთის დახმარების (SlovakAid) რამდენიმე ბენეფიციარს . ონში. დასასრულს, ინგრიდ ბროცკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად დაათვალიერა ონის საუკონოვანი სინაგოგა.

ონის მუნიციპალიტეტის მერია სარგებლობს შემთხვევით და უღრმეს მადლობას მოახსენებს ქალბატონ ბროცკოვას სტუმრობისათვის, თბილისშისლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, ბატონ პაველ ვიზდალს და მის შესანიშნავ გუნდს ონის მუნიციპალიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები