ზუგდიდის საკრებულოს წევრი: მოვედი და კიდევ მოვალ ყველა იმ აქციაზე, სადაც მშვიდობიანად გაპროტესტდება

მოვედი და კიდევ მოვალ ყველა იმ აქციაზე, სადაც მშვიდობიანად გაპროტესტდება, – ასე უპასუხა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა თაზო ფაცაციამ ჟურნალისტის კითხვას, რატომ მივიდა “ნაცმოძრაობის” კოლონების კონტრაქციაზე, სადაც თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მიმავალ ავტოკოლონებს პროტესტით დახვდნენ.

“მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი და როდესაც გავიგე იყო აქცია, მოვედი და კიდევ მოვალ ყველა იმ აქციაზე, სადაც მშვიდობიანად გაპროტესტდება. არცერთი აიპი-ს თანამშრომელი აქ არ დგას, ჩემთვის ნამდვილად არაა უხერხული ხალხთან დგომა და ხალხთან ერთად დავდგები ყოველთვის”, – თქვა თაზო ფაცაციამ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები