“არ ვაპირებ და არ მოვაწერ” – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება.
შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით სამართლიანი პროცესი, მიტროპოლიტი ამბობს, რომ “პოლიტიკურ აფერისტებს არ აფასებს”.
“მე პოლიტიკურ მოღვაწეებს და პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ”, – თქვა მან.
რაც შეეხება შეკითხვას, მოაწერს თუ არა ხელს პეტიციას, მან ასე უპასუხა:
“ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ”, – თქვა მეუფე სტეფანემ.