საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მეუფე ნიკოლოზი მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მივიდა.

მეუფე ნიკოლოზს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მეუფე ნიკოლოზი ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირია, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-13 დღეა ციხეში შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები