სოხუმში ბანკია “დანაღმული” – ადგილზე ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრი იმყოფება

 

სოხუმში “გარანტ-ბანკი” სავარაუდოდ, დანაღმულია. შესაბამისი შეტყობინება ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შევიდა.

ამ წუთებში ბანკთან ძალოვანებია მობილიზებული, ადგილზე ე.წ. მინისტრი ლევ კვიწინიაც იმყოფება.

ევაკუირებული არიან ბანკის თანამშრომლები და იმ კორპუსის მაცხოვრებლები, რომლის პირველ სართულზეც ბანკია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები