“მშრომელი კაცი იყო, გადარეული პაპა” – რას ჰყვებიან შიდა ქართლში შვილიშვილის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებული მამაკაცის მეზობლები

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე პოლიციამ 53 წლის მამაკაცი დააკავა. მას გამოძიება 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებას ედავება.
არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანმა გოგონამ გაუპატიურების შესახებ დედას მას შემდეგ უამბო, რაც სკოლაში შეუძლოდ გახდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი დანაშაული სამართალდამცველებისთვის.

მომხდარის შესახებ იციან ოჯახის მეზობლებმაც, თუმცა ამბის დაჯერება უჭირთ.
“მშრომელი კაცი იყო, გადარეული პაპა, ძვირფასი მამამთილი. მე ამას ვერ ვიჯერებ. დაუჯერებელი ამბავია” ,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
მეზობლების ნაწილი კი თვლის, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
“არ არის ეს ცუდი ბიჭი. მე ტყუილი მგონია”,- აღნიშნა ადგილობრივმა,

შიდა ქართლში 53 წლის მამაკაცს 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ედავებიან. მამაკაცი პოლიციამ გუშინ დააკავა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები