სამტრედიის მერიამ წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

სამტრედიაში დღეს წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა.

როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიება, დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა და ახალგაზრდებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები ქალაქის  და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად გადაცეს. ამასთან, სტუდენტების სამომავლო გეგმების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათ წარმატებები უსურვეს.

ცნობისთვის, გასულ სასწავლო წელს სამტრედიის კურსდამთავრებულთა შორის 41  ოქროს, ხოლო 17 ვერცხლის მედალოსანია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები