ბათუმში ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დღეს დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მიმდინარეობდა.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმაც.
ტრაგედია ბათუმში 8 ოქტომბერს მიხდა. 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმა 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 7 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი კი მოგვიანებით სავაადმყოფოში გარდაიცვალა. გადარჩენილი მამაკაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე თუმცა სტაბილურია.
მომხდარს შს სამინისტრო იძიებს. დაკავებულია 3 პირი, ერთი იმ ბინის მგლობელი, სადაც სარემოტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც წინასწარი მონაცემებით ნგრევა გამოიწვია და 2 მუშა.