სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ინგრიდ ბროჩკოვა​ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ბროჩკოვამ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულა.

მასთან ერთად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებიც, რომლებმაც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ოძისში უმასპინძლეს და ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება გააცნეს.

„ოძისის გადასასვლელ პუნქტთან ყოფნისას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც კვლავ აწყდებიან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, იმ ფონზე, რომ ოძისის გადასასვლელი პუნქტი კვლავ დახურულია და „კოვიდ-19“-ის პანდემია გრძელდება. ვიზიტის ბოლოს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გაზიარებული ინფორმაციისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც მისიას შეაქვს ადგილზე სტაბილურობის განმტკიცებაში“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები