ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები ხნულებს აახლებენ
სოფელ ხურვალეთთან, რუსი ოკუპანტები ხნულებს აახლებენ – ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ავრცელებს და სოციალურ ქსელში ფაქტის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
“ამ წუთებში რუსები ხურვალეთთან, ავტობანის მიმდებარედ ხნულებს ანახლებენ.
ერთ დღეს არ გაგვიკვირდეს, ორკები ავტობანზე რომ ამოვლენ”, – წერს დავით ქაცარავა.
ფაქტი “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკვე არსებულ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს აახლებდნენ. მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია საერთაშორისო საზოგადოება.