კოვიდკლინიკებში 408 პაციენტი მკურნალობს – როგორია ეპიდვითარება სამეგრელოში
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 408 პაციენტი მკურნალობს. გასულ დღე-ღამეში საავადმყოფოში 17 ინფიცირებული მოათავსეს.
როგორც “კვირას” დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეგრელოს განყოფილებაში განუცხადეს, დღეის მდგომარეობით, რუხის კლინიკაში 160 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათ შორის მძიმეა 34 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
“ფოთის კლინიკაში – 29 პაციენტია მოთავსებული.
სენაკის კლინიკა “სენამედში” 41.
ფოთის კლინიკა “ბომონდში” – 30 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მძიმეა 3-ის მდგომარეობა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 22 პაციენტი რჩება.
სენაკის “ლაზიკა მედში” კი – 88. მათ შორის მძიმეა 2 პაციენტი და საშუალო სიმძიმის – 74 ადამიანი.
მარტვილის ევექსის კლინიკაში 21 პაციენტი მკურნალობს.
წალენჯიხის ევექსის კლინიკაში – 17.
გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 235 ადამიანი.
ამ დროისთვის, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 23 კოვიდინფიცირებული”, – განაცხადეს ცენტრში.