“ტაძარი დარბეულია” – ტყიბულში ეკლესია გაქურდეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში დაუდგენელმა პირებმა ეკლესია გატეხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ტაძარი დარბეულია, დაზიანებულია ეკლესიის ინვენტარი და მოპარულია შანდლები.
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგის განცხადებით კი მუნიციპალიტეტში უცნობმა პირებმა სასაფლაოებიც გაძარცვეს.
შს სამინისტროში მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.