თორნიკე რიჟვაძე: სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მოწვეული გვყავს ექსპერტები, რომლებიც გვერდით, ცალკე მდებარე კორპუსების უსაფრთხოების შესახებ დასკვნებს ძალიან მალე გადმოგვცემენ

 

მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მთელი ქვეყანა, ბათუმი, ბათუმელები ვგლოვობთ და ვლოცულობთ მათი სულებისთვის. ეს იყო მართლაც უმძიმესი დღეები, – ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გვერდით მდებარე შენობების უსაფრთხოების შესასწავლად ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები არიან მოწვეულები.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როგორც გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, ასევე აქ მცხოვრები ოჯახებისთვის. მოწვეული გვყავს ექსპერტები სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, რომლებიც ძალიან მალე შეაფასებენ და დასკვნის სახით ​გადმოგვცემენგვერდით, ცალკე მდებარე კორპუსების უსაფრთხოების შესახებ დასკვნებს. პირველადი მონაცემებით, იქ უსაფრთხოების წესები არის დაცული და მოქალაქეები შეძლებენ დაბრუნებას როგორც კლდიაშვილის, ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე განლაგებულ კორპუსებში. ასევე, ცოტა მოგვიანებით გადმოგვცემენ შესაბამის დასკვნას ნანგრევების ირგვლივ არსებული შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და იქაც მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, – განმარტა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები