“გადამარჩინა დეიდამ, 10 წუთით ადრე მეუბნებოდა – წადი, წადიო, ძალით გამომაგდო” – კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპული ქალის დისშვილი

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული 81 წლის ქალის დისშვილი ტრაგედიის დღეს იხსენებს.

“ამ საშინელი ტრაგედიის გამო გარდამეცვალა დეიდა, დედასავით მყავდა… გადამარჩინა დეიდამ, 10 წუთით ადრე მეუბნებოდა – წადი, წადიო, არც ვაპირებდი ჯერ წასვლას, ძალით გამომაგდო. ეზოდან რომ გავედი, გავიგონე საშინელი ხმა, არანორმალური რაღაც იყო. შემოვბრუნდი და ვნახე ეს ენით უთქმელი საშინელება,” – განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალის დისშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები