აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს. ასევე, ბინების კეთილმოწყობის მიზნით ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი კომპენსაცია.

ასევე, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ბათუმში, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლის ჩამნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი კი ამ დროისთვის სტაციონარში იმყოფება და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები