პრემიერი: ვგეგმავთ, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის რეგულაციები გავამკაცროთ

ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავამკაცროთ რეგულაციები ნებართვის გაცემის პროცედურების.  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეგულაციების გამკაცრებასთან ერთდ მკაცრად გაკონტროლდება აღნიშნული პროცესი, რათა სამომავლოდ მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნას აცილებული. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, შემთხვევისას დაზარალებულ ყველა ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.
“მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. აქვე მინდა ვთქვა, რომ აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენც, ცენტრალური მთავრობა გვერდში დავუდგებით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად გადაეცეთ ამ ადამიანებს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ამას გარდა იქნება ფულადი კომპენსაციებიც, იმისთვის რომ მოაწყონ შესაბამისი პირობები საკუთარ სახლებში.
ამას გარდა ჩვენ ვგეგმავთ, რომ გავამკაცროთ რეგულაციები ნებართვის გაცემის პროცედურების. უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა აღარ იქნეს დაშვებული”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები