გლოვის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან სახელმწიფო დროშები დაეშვა

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა. 9 დაიღუპული პირიდან 3 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოშია მოთავსებული 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მძიმედ, თუმცა სტაბილურად აფასებენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ტრაგედიის შედეგად დაშავებულ პირს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები